სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-08 - სანიაღვრე არხების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სენაკში

ქალაქ სენაკში, ჭავჭავაძის და ჯანაშიას ქუჩებზე, კლდიაშვილის და ელიავას ქუჩების კვეთაზე აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების ამოწმენდისა და მოწყობის სამუშაოები; სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროცესი ასევე მიმდინარეობს ლერმონტოვისა და დავითაიას ქუჩების კვეთასთან, სადაც იგეგმება რკინა-ბეტონის ჯებირის მოწყობაც.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მოსახლეობის საჭიროებებზეა გათვლილი და მათთვის სასურველი პროექტების განხორციელებას ხმარდება.

წლების განმავლობაში უხვი ნალექისა და ღვაცოფების შედეგად, არხების გარკვეული მონაკვეთები მთლიანად მოიშალა.

სტიქიის დროს იტბორებოდა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო, თავიდან ავიცილებთ საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხეს, რაც ამავდროულად მუნიციპალიტეტის ფინანსურ რესურსებს დაზოგავს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31