სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-07 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

სენაკის მუნიციპალიტეტის თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

პროექტის ფარგლებში ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულისთვის 64 000 ლარი გამოიყო.

სოფლის კრებებზე მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლეძაძამეში რეაბილიტირდა საექიმო ამბულატორია, საბავშვო ბაღი, მგზავრთა მოსაცდელი და მოეწყო - საგზაო ნიშანი 5.21.1; სოფელ ბეთლემში, ნოქალაქევი - დიდი ჭყონის საავტომობილო გზაზე - ყოფილ პიონერთა ბანაკამდე და ასევე მდინარე ტეხურაზე, ბეწვის ხიდზე მოეწყო გარე განათების სისტემა; სოფელ კვაუთში, რეაბილიტირდა - ბალნეოლოგიურ წყაროსთან არსებული აბანო და კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია; სოფელ ლეგოგიეში დამონტაჟდა გარე განათების სისტემა; სოფელ ლესაჯაიეში - მოიხრეშა და მოშანდაკდა შიდა საუბნო გზები, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები და მოეწყო მილხიდები.

ლეძაძამეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას ხმარდება.

ხელისუფლების მიერ დანერგილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ მოსახლეობის საჭიროებებსა თუ პრობლემებზე რეაგირება მოხდეს დროულად და თითოეული პროექტი მოქალაქეებზე იყოს ორიენტირებული.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31