სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-06 - ალექსობას გილოცავთ!

დღეს სენაკისა და სრულიად საქართველოს მფარველის წმინდა ალექსი სენაკელის დაბადებიდან 168 წელი გავიდა.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დევნის უმძიმეს პერიოდში მან სენაკში შექმნა სამონასტრო ცხოვრების უძლიერესი კერა, რომელიც კომუნისტური დევნის პერიოდშიც არ ჩამქრალა და ჩვენამდე მტკიცედ მოიტანა სასულიერი მოღვაწეობის ტრადიციები.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს ალექსი ბერი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა.

2000 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავზე მცირე ბაზილიკური ტაძარი იკუთხა.

ღირსი მამის საფლავის ქვაზე ეპიტაფიაა, რომელიც ანდერძის სახით თავადვე შეადგინა და თაობებს დაუტოვა: ,,...ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არს საქმისა და ესე შემემთხვია მე.“

ალექსობას გილოცავთ!

Facebook

2020-10-06 - სენაკში განახლება-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად თუ სოფლად, განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ მოსახლეობის საჭიროებაზეა გათვლილი.

დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან და მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, ქალაქში მიმდინარე მრავალბინიანი ფასადების კეთილმოწყობის პროცესი და ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხების ამოწმენდისა და მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა.

ასევე დაათვალიერეს სენაკის რკინიგზის სადგურთან განთავსებული საქართველოში პირველი ავტომობილის მაკეტი, რომლის ისტორია სწორედ სენაკს უკავშირდება.

1907 წელს აზნაურმა ვარლამ გვათუამ სენაკში ჩამოიყვანა სავარაუდოდ ,,დაიმლერის" ფირმის ავტომანქანა.

ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, სენაკის რკინიგზის სადგურთან, საქართველოში პირველი ავტომანქანის სიმბოლური ინსტალაცია მოეწყო.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31