სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-02 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 62 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 738 000 ლარია გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში მენჯის ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოიყო 68 000 ლარი.

სოფლის კრებაზე მოსახლეობამ თავად შეარჩია და დაასახელა პრიორიტეტები.

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიაში რეაბილიტირდა საბავშვო ბაღი და მოეწყო ატრაქციონები, ხოლო სოფელ სახარბედიოში დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წარმოადგენს სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ წყაროს.
გადაწყვეტილებას კი, კონკრეტულად რომელი პრობლემაა მოსაგვარებელი, თავად მოსახლეობა იღებს.

გათვალისწინებული პროექტების მცირე ზომიდან გამომდინარე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ კარგი შესაძლებლობაა მუნიციპალურ დონეზე მცირე და საშუალო სამშენებლო ბიზნესის მხარდასაჭერად.

#სოფლისმხარდაჭერა2020
#სოფელიირჩევს

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31