სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
4
111516
192021222324
25262728293031

2020-10-01 - 139-ე სეზონი განახლებულ თეატრში გაიხსნება

სენაკის აკ.ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს და სენაკის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს,
უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

არქიტექტორ ვახტანგ (ხუტა) გოგოლაძის პროექტით 1953-59 წლებში აშენებული ულამაზესი თეატრი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სენაკის კულტურული ცხოვრების ჭეშმარიტი კერა იყო.

იგი ყოველმხრივ რეაბილიტაციას საჭიროებდა, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი სენაკელების ერთ-ერთი უმთავრესი სატკივარის - თეატრის სრული რეაბილიტაციის დაწყება.

თეატრის რეკონსტრუქცია „ქართუ" ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ისტორიული შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში ჩატარდა პირველადი აღდგენითი სამუშაოები, გამოიცვალა შენობის სახურავი, მოეწყო თბოიზოლაციისა და სადრენაჟე სისტემები, სრულად განახლდა ელექტროგაყვანილობა.

ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია.

რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა კედლის უნიკალური მხატვრობა.

დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების გარე განათების, სასცენო განათებისა და აკუსტიკის სისტემები.

თეატრში მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს არ ჩატარებულა.

139-ე სეზონზე ფარდა განახლებულ თეატრში გაიხსნება და უმაღლესი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი თეატრი შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს. 

Facebook

2020-10-01 - ნოქალაქევის კომპლექსის სრული რეაბილიტაციის უნიკალური პროექტი

კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

რეაბილიტაციისა და კონსერვაციის სამუშაოებმა ნაქალაქარის ქვედა ტერასის ყველა სეგმენტი მოიცვა, რაც გვირაბის, რკინის ხიდის, საფორტიფიკაციო ნაგებობების, სასახლეებისა და უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგებასა და სრულ კონსერვაციას ითვალისწინებდა.

დასრულებულია ორმოცმოწამეთა ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ეტაპი.

IV საუკუნის ტაძარი სრულად გადაიხურა ავთენტური ფორმის კრამიტით, რომლის დიზაინის დადგენაც არქეულოგიური გათხრებისას გამოვლენილი უძველესი კრამიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.

მუზეუმ-ნაკრძალის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სრულად რეაბილიტირდა და გამაგრდა მდინარის გაბიონები. მოეწყო ავტოპარკინგის სივრცე. მოწესრიგდა ნაქალაქარის ქვედა ტერასის ინფრასტრუქტურული ნაწილი, მოეწყო სავალი ბილიკები, მისასვლელი გზები.

დასრულებულია ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ფერდობისა და ციტადელის პროექტირების სამუშაოებიც.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც, ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება.

ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება.

2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა.

მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 4 წლის განმავლობაში 14 მილიონ ლარს გაიღებს.

სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31