სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
20212526
 

2020-09-18 - სამოყვარულო ჩემპიონატის მატჩი სენაკში

დღეს სენაკში 7×7 ფეხბურთში სამოყვარულო ჩემპიონატ „მასტერ ლიგის“ მატჩი გაიმართა.

ფეხბურთის მატჩს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, 7×7 ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვი, ასოციაციის ხელმძღვანელი სამეგრელოში როსტევან ფარცვანია და გულშემატკივრები დაესწრნენ.

დევნილთა საფეხბურთო გუნდ ,,ცხუმის“ და ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის გუნდ ,,ფოცხოს“ შეხვედრა ფოცხოელთა გუნდის გამარჯვებით, 3-2 დასრულდა.

პროექტი მიზნად ისახავს ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას

Facebook

2020-09-18 - დასუფთავების აქცია სენაკში

დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას - ,,დავასუფთაოთ მსოფლიო” - დღეს სენაკის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

პანდემიის გამო, დასუფთავების აქცია -,,ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“ - სხვადასხვა ლოკაციაზე მცირე ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მერიისა და ა(ა)იპი-ების თანამშრომლებმა.

საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან დასუფთავდა რკინიგზის ბაქანი, ადმინისტრაციული შენობების მიმდინარე ტერიტორიები, მდინარე ტეხურის სანაპირო ზოლი, სკვერები, ტურისტული დანიშნულების ადგილები.

კამპანია განხორციელდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31