სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-14 - სენაკში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს. სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ. მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება.

Facebook

2020-09-14 - სხდომა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი ხელმძღვანელობდა და მას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპი-ების უფროსები ესწრებოდნენ. სხდომაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები. სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ასევე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრულად და ეფექტიანად დაძლევისთვის შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი. მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება. დეზინფექცია ჩაუტარდება მრავალბინიან კორპუსებს, აგრარულ ბაზარს, საბავშვო და ბაგა-ბაღებს, დახურულ და ღია სივრცეებს. ,,მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რათა მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ავიცილოთ“ - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31