სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-13 - სენაკს ორი საკალათბურთო მოედანი შეემატება

სენაკში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. საკალათბურთო მოედნის მოწყობის პროცესი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა მოინახულეს. ,,საკალათბურთო მოედანი, რომელიც მესამე იქნება ჩემი და გალფის თანამშრომლობის განმავლობაში, გაიხსნება სენაკში, ქალაქში, რომელთანაც ძალიან ბევრი ბავშვობის მოგონება მაკავშირებს’’ - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ სენაკში მოედნის ტერიტორიაზე კაფსულის ჩაშვების ცერემონიაზე ყოფნისას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო მოედნის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება სენაკში, სპორტის ამ სახეობის განვითარების კუთხით. საკალათბურთო მოედნის მშენებლობა ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,გალფის’’ ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2019 წლის აგვისტოში დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათველიერეს იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოწყობილი საკალათბურთო მოედანი და გამწვანებული სკვერი, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და, განსაკუთრებით, მომავალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ამასთან, კომფორტულ დასვენებას შეუწყობს ხელს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31