სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-10 - შეხვედრა წარმატებულ კურსდამთავრებულთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი, ირმა კუპრეიშვილი, სენაკის მეშვიდე საჯარო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ფაკულტეტის სტუდენტს, ანა ფაციას შეხვდნენ. ანა მუნიციპალიტეტის მასშტაბით წარმატებული სტუდენტია, რომელმაც, მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. მუნიციპალიტეტის მერმა სენაკელ ახალგაზრდას ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, წარმატებული, ლაღი სტუდენტობა უსურვა და ფულად ჯილდოდ 1000 ლარი გადასცა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31