სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-09 - უფასო გამოკვლევები მეტყველების დარღვევათა სრული დიაგნოსტირებისთვის

 განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრი ,,ლოგომედი“ ერთობლივი ინიციატივით ქალაქ ზუგდიდში, ბავშვებსა და ზრდასრულებს სთავაზობს უფასო გამოკვლევებს მეტყველების დარღვევათა სრული დიაგნოსტირებისთვის. აქცია მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენას, პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების გეგმის დასახვას ითვალისწინებს მიზნად.

აქცია ჩატარდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათალისწინებით.

აქცია გაიმართება ზუგდიდში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში მისამართზე:

რუსთაველის #52
9:00-19:00სთ
12 სექტემბერი 2020წ.

 

აქციაში მონაწილეობის მისაღებად მიმდინარეობს წინასწარი ონლაინ რეგისტრაცია
სააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/v8Lir5kfvQx5jbhP9

დაგვიკავშირდით:
(0431) 25 13 33
551 18 18 70
551 49 83 49

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31