სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-05 - სენაკის საპატიო მოქალაქე, დამსახურებული ჟურნალისტი და მოღვაწე რეზო ჯანჯღავა გარდაიცვალა

მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა  სენაკის საპატიო მოქალაქის, დამსახურებული ჟურნალისტისა და მოღვაწის ბატონი რეზო ჯანჯღავას გარდაცვალების გამო.

ბატონი რეზო, მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, ემსახურებოდა სენაკს, მის კეთილდღეობას. წლების განმავლობაში იყო გაზეთ ,,კოლხეთს’’ რედაქტორი, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, იყო სენაკის ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ვუთანაგრძნობ ბატონი რეზოს ოჯახსა და ახლობლებს.

მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ადამიანები მარადიულად რჩებიან სენაკელთა ხსოვნაში, ისინი დაუვიწყარი არიან და ჩვენი ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილი ხდებიან.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

2020-09-05 - დღეს, სენაკში თოკების პარკი, ზიპლაინი და ღია ბაზრობა გაიხსნა

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, თოკების პარკი, ზიპლაინი და ღია ბაზრობა საზეიმოდ გაიხსნა. დღეიდან წლის ბოლომდე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ ისიამოვნოს სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციებით - „თოკების პარკით", 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინით. აქვეა ღია ბაზრობა - ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა. გახსნის ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტს მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი მოეწყო პროექტის ფარგლებში ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’', რომლის ღირებულება 80 000 ლარს შეადგენს, განხორციელდა საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) - ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31