სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-03 - შეხვედრა რეგიონული თეატრების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და თანაშემწესთან, მურმან გაბესკირიასთან ერთად, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს: სამხატვრო ხელმძღვანელს, მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს, ფესტივალის ადმინისტრატორს, ღონისძიებების მენეჯერს შიო აბრახამიას, კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის ,,დღე’’ თავმჯდომარეს და ფესტივალის ორგანიზატორს ბაქარ ჯუმუტიას და ფესტივალის პრეს-ატაშეს, ნანა თუთბერიძეს შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერმა, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე საუბარი ერთობლივ სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. სიმბოლურია, რომ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალმა, რომელიც წარმატებული არსებობის 5 წელს ითვლის, მეექვსე სეზონი, ნოქალაქევში გაიხსნა და ქალაქმა, ორი დღის მანძილზე, სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ, ბათუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო და ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრებს უმასპინძლა. ასევე, სიმბოლურია, რომ თეატრალური ფესტივალის სენაკური დღეები სენაკი აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პრემიერამ - ,,წარსული ჩემი პროლოგია’’ დაასრულა.

Facebook

2020-09-03 - მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, ჭავჭავაძის №103, №105 და წერეთლის №1-ში მდებარე კორპუსების ფასადების, ყოფილი სასტუმრო ,,ეგრისის“ გარე კედლების, ფოიესა და მიმდებარედ მდებარე, შადრევნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესი, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, დაათვალიერა. სამუშაოებს, ღირებულებით 106 280 ლარი, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დაგი” აწარმოებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31