სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
6781112
202123242526
27282930 

2020-09-01 - დიმიტრი ჯაიანის სახელის უკვდავსაყოფად...

1 სექტემბერი, სენაკის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, სიმბოლურად, თეატრალური ფესტივალის დაწყების წინ, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის, უნიჭიერესი ქართველი კაცის, ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტის - დიმა (დიმიტრი) ჯაიანის სახელი მიენიჭა. საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, დიმიტრი ჯაიანის ოჯახის წევრები და მეგობრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, როლანდ ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილები, ჯაბა ჯაიანი და ირმა კეკელიძე, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი კალანდარიშვილი, აფხაზეთის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, თეატრალური სფეროს და ხელოვნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა გახსნა. მონიტორის ეკრანიდან, ბატონი დიმა თავად გვესაუბრებოდა თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რომელიც, ამასთან, ჩვენი ახლო წარსულის ისტორიულ ქრონიკების გაცოცხლებაც იყო... გამომსველებმა ხაზი გაუსვეს დიდი ხელოვანისა და პიროვნების დამსახურებას ქვეყნის წინაშე დათეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში. მემორიალური დაფა დიდი ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა - ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა გახსნეს. მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებით, სენაკელთათვის ძვირფასი მოღვაწის სახელს, დღეიდან, ღირსეულად შეისისხლხორცებს მომავალი თაობის თეატრალურ ხელოვნებასთან ზიარების და კულტურის განვითარების სამსახურში მყოფი ეს კერა, რაც, მისი თითოეული წევრისთვის, პროფესიული წინსვლის დიდი სტიმული გახდება.

Facebook

2020-09-01 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შემოქმედთ, ვულოცავ უმაღლესი სასწავლებლების მისაღებ გამოცდებზე მოპოვებულ წარმატებებს და მათ ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდის - სტუდენტობის დაწყებას.

განსაკუთრებით სასიხარულოა სენაკელ კურსამთავრებულთა მაღალი შედეგები, რაც დასტურია იმისა, რომ ჩვენ გვყავს საფუძვლიანი ცოდნის შეძენაზე მოტივირებული, ჯანსაღად მოაზროვნე თაობა, რომელიც, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას ღირსეულად გააგრძელებს.

ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენს ცხოვრებაში დაიწყო ცოდნის გაღრმავების, პროფესიონალად ჩამოყალიბების საპასუხისმგებლო ეტაპი, რომლის წინსვლით და გამარჯვებებით გადალახვაზეა დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე.

წარმატებებს გისურვებთ განათლების მიღების გზაზე, მრავალი სასიკეთო საქმის აღსასრულებლად და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ლევან კუპრეიშვილი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31