სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
59
18
25
262730 

2020-07-02 - უფასო სამედიცინო აქცია სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის!

4 ივლისს, დილის 10 საათიდან, საოჯახო მედიცინის ცენტრ ,,მკურნალში“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ,, ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი '' ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.

სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები.

სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმი - თერაპევტი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ორთოპედი, უროლოგი, ონკოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ზოგადი ქირურგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი - მიიღებს მონაწილეობას.

გელით 4 ივლისს, დილის 10 საათიდან, საოჯახო მედიცინის ცენტრ ,,მკურნალში“ შემდეგ მისამართზე: სენაკი, ვახანიას ქუჩა 3.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

გთხოვთ, პანდემიის პირობებში, გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები და დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი!

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31