სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
59
18
25
262730 

2020-07-01 - სენაკში, სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

დღეს, სენაკს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა შეემატა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიის ,,ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გახსნა.

მინისტრმა, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა და პირადად გააცნო ის სიახლეები, რაც დღეიდან განხორციელდება.

კერძოდ, პირველი ივლისიდან, სასწრაფო დახმარების ცენტრის პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ.

დღეიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია 30 ლარით გაიზრდება.

ასევე, 30 ლარით ეზრდებათ სოციალური პაკეტი პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ბავშვებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგიონებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა, მათ შორის, დღეს, სენაკის, მარტვილისა და ხობის მუნიციპალიტეტებს სასწრაფო დახმარების ახალი შენობები შეემატათ.

ამ ეტაპზე, კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამ დრომდე, სენაკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პერსონალი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.
დღეიდან კი, სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებული კეთილმოწყობილი სამუშაო ოთახებით, სამედიცინო აპარატურისა და მედიკამენტებისთვის განკუთვნილი სათავსოებით, სველი წერტილებით, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ სამედიცინო დახმარების ცენტრში ყველა სათანადო პირობაა შექმნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობისა და აქ დასაქმებული კადრების სრულფასოვანი მუშაობისთვის.

ქვეყნის მასშტაბით, სასწრაფო დახმარების ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონალური განვითარებისა დ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ახორციელებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31