სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-29 - სასკოლო ასაკის 406 აღსაზრდელს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა

დღეს, სასკოლო ასაკის 406 აღსაზრდელმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან, სიმბოლური საჩუქრები მიიღო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სექტორის ყველა თანამშრომელს, პანდემიის პირობებში გაწეული დაუღალავი შრომისა და ნაყოფიერი სააღმზრდელო წლისთვის, მადლობა გადაუხადა, აღსაზრდელებს სამახსოვრო ალბომები, სიგელები და საჩუქრები გადასცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე, წარმატებები უსურვა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31