სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-26 - შეხვედრები დევნილ მოსახლეობასთან

დღეს, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, დავით ვერავასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან კუპრეიშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, ,,სოფლად სახლის" შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათისა და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის შეძენილი სახლები მოინახულა. . სააგენტოს დირექტორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სააგენტომ სოფლად სახლი 734 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდა. ,,სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2020 წლის ბოლომდე, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დამატებით 700 სახლს შეუსყიდის.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31