სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-17 - სენაკი - ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება

გაატარე ზაფხული ჩვენთან, ნოქალაქევსა და ბეთლემში... დაიმუხტე დადებითი ემოციებით, ისიამოვნე სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციებით, დატკბი უნიკალური ბუნებით, აღმოაჩინე და შეისწავლე ისტორიული ადგილები...

მალე, სენაკის მუნიციპალიტეტი - ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება.

პროექტი - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’', ხორციელდება საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) - ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტებთან - ბადრი ქუთელიასთან და მარინე კვარჭაიასთან ერთად, ნოქალაქევისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) წარმომადგენლებს - თინათინ ტყეშელაშვილს, ოთარ კონჯარიასა და გვანცა ირემაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’ - განხორციელების ეტაპები, რაც ითვალისწინებს ნოქალაქევში, მდ. ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას.

ამ ეტაპზე, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, ყოფილი პიონერთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“ მოწყობილია.

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ივლისის თვეში დასრულდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31