სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-16 - ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ტეხურზე

სენაკის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშოები. ამჯერად, სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემა მოგვარდა - მდინარე ტეხურზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 450 000 ლარი შეადგენა, კომპანია ,,როუდ ქონსთრაქშენმა” შეასრულა. ამ ეტაპზე, ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ტეხურის მეორე ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტს, ღრებულებით 250 000 ლარი, შპს ,,საგზაო“ ახორციელებს. დღეს, შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ვახტანგ ფაცაცია, მერის წამომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, რიმა ბოჯგუა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ. წლების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, დატბორვის საშიშროება მოიხსნა. 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31