სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-12 - ონლაინ ჩართვა , ,,თანაბარი შესაძლებლობები შშმ პირთათვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირი საქართველოსთვის პროექტის ,,თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“ ფარგლებში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ონლაინ შეხვედრაში - ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შესაძლებლობების განვითარება და Covid-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილი გამოწვევები“, მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებმა - მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხუბუამ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ კუპრეიშვილმა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა მიიღეს. მრგვალი მაგიდის მიზნების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ, ლიკა კილაძემ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და ეფექტური ფუნქციონირების გზამკვლევი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გააცნო. ონლაინ შეხვედრა, თემაზე - ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების საჭიროებები და გამოწვევები“ დისკუსიით დასრულდა. უახლოეს პერიოდში, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო, მორიგი სხდომის ჩატარებას, ონლაინ რეჟიმში გეგმავს.

Facebook

2020-06-12 - გილოცავთ მეხანძრე - მაშველის დღეს!

#ჩემიპროფესიაშენიგადარჩენაა

2020-06-12 - სასურსათო პროდუქტების გაცემის მეხუთე ეტაპი - აღსაზრდელთათვის

ამ წუთებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში, საკვები პროდუქტების გაცემის მეხუთე ეტაპი მიმდინარეობს. 52 457 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტები ცხრა სახეობის არამალფუჭადი პროდუქტისგან შედგება და მას მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 307 აღსაზრდელი მიიღებს. პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. დღეს, საკვები პროდუქტების გაცემის პროცესში მონაწილეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან, საბავშვო და ბაგა-ბაღების დირექციასთან ერთად ღებულობს. აღნიშნულ აქტივობას წინ უსწრებდა სკოლამდელი აღზრდის სექტორში განხორცილებეული შემდეგი ღონისძიებები: პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, სოციალურად დაუცველი 340 აღსაზრდელის ოჯახზე გადანაწილდა. ასევე, საკვების ორი კვირის მარაგი სკოლამდელი სექტორის ყველა აღსაზრდელმა ოთხ ეტაპად მიიღო.

Facebook

2020-06-12 - მდ.რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების პრობლემა მოგვარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის წინაშე მდგარი, ათწლეულების მანძილზე არსებული, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების მწვავე პრობლემა, მოგვარდა. დღეს, ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ცაგურია გაეცნენ. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 667 052 ლარს შეადგენს, შპს ,,საქუოია“ ახორციელებს. წლების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას მუდმივ საფრთხეს უქმნიდა, აზიანებდა საკარმიდამო ნაკვეთებს. ადიდებულმა მდინარემ, არაერთხელ, დააზიანა ბორანი, რის შედგადაც, გარესამყაროს 14 ოჯახი მოწყდა. ნაპირსამაგარი სამუშაოებისა და ამორტიზირებული ბორნის ახლით შეცვლის პარალელურად, დაგეგმილია, ბორნისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 635 000 ლარს შედგენს. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა.
იხილეთ ბმული: https://bit.ly/2XTagzl

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31