2020-06-11 - 11 ივნისს, ქართული ქორეოგრაფიის დღე აღინიშნება

11 ივნისს, ქართული ქორეოგრაფიის დღე აღინიშნება.
ქართული ცეკვის ფენომენი მსოფლიო მასშტაბით არის აღიარებული.
,,როკვით განფენილი გენია’’ - ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმშვენიერესი გამოვლინებაა.
საამაყოა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ქართული ქორეოგრაფიული ტრადიციებით.
აღსანიშნავია, რომ აქ, ყოველწლიურად ტარდება ქორეოგრაფიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სადაც მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ქორეოგრაფიული ანსამბლი ღებულობს მონაწილეობას.
დასაფასებელია თითოეული ქორეოგრაფის ღვაწლი. ქართული ცეკვა ხომ ჩვენს მომავალ თაობას ეროვნულ ღირებულებებთან აკავშირებს, რაც დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გილოცავთ ქართული ქორეოგრაფიის ულამაზეს დღეს, რომელიც, ამასთანავე, ერის სულის ზეობის დღესასწაულია.
Facebook
2020-06-11 - ერთად ვაკეთოთ სიკეთე...

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკელმა ბიზნესმენმა ლაშა ახალაიამ, ხოფერიას ქუჩაზე მცხოვრებ ხანძრისგან დაზარალებულ სამი შვილის დედას, ნათია მიქაძეს, საყოფაცხოვრებო ტექნიკა - მაცივარი გადასცეს, რომელიც, ოჯახს, ბიზმესმენმა ლაშა ახალაიამ შეუძინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ,,ხანძრით დაზარალებულთა პროგრამის" ფარგლებში, ოჯახს ფულადი დახმარება გაუწია. ასევე, სოციალური აქტივობის კუთხით, მათ, სასურსათო პროდუქტები გადასცა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელი ქველმოქმედება, ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენისთვის, პირველი არ არის. ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მერიის მიერ გაცემული სოციალური დახმარებების პარალელურად, მისი დაფინანსებით, 40 შეჭირვებულ ოჯახზე გაიცა სასურსათო პაკეტები. ასევე, ქველმოქმედის დაფინანსებით, 210 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, 14 თვის მანძილზე ღებულობდა ფულად დახმარებას.
#ერთადვაკეთოთსიკეთე
#თანადგომისმორიგიაქცია
Facebook