2020-06-10 - სენაკში, მე-5 ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

ქალაქ სენაკში, ჯიხას ქუჩაზე მდებარე, გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებული მე-5 ბაგა-ბაღის ამორტიზებული შენობის ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი აშენდება. სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით კეთილმოწყობილი, ბუნებრივი აირითა და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფილი, 2 ჯგუფზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულება, 60-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.
#მეტიზრუნვაბავშვებს
#უკეთესისენაკისთვის
Facebook