სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-09 - ინფრასქტრუქტურული პროექტები - ქალაქად და სოფლად

პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, დასრულების ფაზაშია ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის ხიდთან და ,,დედამოკას“ თერმულ წყლებთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 338 865 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ,,მშენებელი“ ახორციელებს. რეაბილიტირდა და კეთილმოეწყო წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და საკალანდარიშვილოს სასაფლაოს შიდა გზა. პროექტის ღირებულებაა 108 823 ლარი. ხორავას ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს ტროტუარის მოწყობის სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა სტალინის ქუჩაზე, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ, მონოლითური რკინა-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 121 216 ლარს შეადგენს. აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,კოლხიდა“ აწარმოებს. რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, რომლებსაც ათწლეულების მანძილზე აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია. ქუთაისის ქუჩაზე, ც.დადიანის ქუჩიდან თეკლათის დედათა მონასტრის მიმართულებით, წლების შემდეგ, პირველად, ხორციელდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულებაა 438 373 ლარი და სრულად 2021 წელს დასრულდება. ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულის სასირიოს უბანში, წყალსადენის სათაო ნაგებობის გასწვრივ, მოეწყო ასფალტის საფარი. პროექტის ღირებულება 287 973 ლარს შედგენს და 2021 წელს დასრულდება. ასევე, წლების შემდეგ, პირველად რებილიტირდება და კეთილმოეწყობა - შონიას ქუჩა - ღირებულებით, 210 561 ლარი. პროექტი 2021 წელს დასრულდება. არჩაიას ქუჩა - ღირებულებით, 54 842 ლარი, ასათიანის ქუჩის განშტოება - ღირებულებით, 170 920 ლარი, ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხი - ღირებულებით, 82 681 ლარი, ქუთაისის ქუჩის მეორე შესახვევი - ღირებულებით, 176 807 ლარი, სილოვან შამათავას ქუჩის ჩიხი - ღირებულებით, 190 840 ლარი. პროექტი 2021 წელს დასრულდება. აღნიშნულ სამუშაოებს სს ,,არქოპოლისი“ ახორციელებს. ამ წუთებში, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბათარიაში მიმდინარეობს. სამუშაოებს, ღირებულებით 134 643 ლარი, სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31