სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 234
7813
1415181920
21232527
28 

2020-06-05 - საბავშვო ბაღ ,,ოცნების“ რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ფაზაშია

ალაქ სენაკში, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღ ,,ოცნების“ რეაბილიტაციის პროცესი დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის გაფართოების, გადახურვის, სველი წერტილების, სააღმზრდელო ოთახების, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია. ახალი სააღმზრდელო წლიდან, აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან - გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან - კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს, ვინსენტ დონტოსა და დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს, მზევი ჯოჯუას შეხვდა. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო(DRC) ახორციელებს. უახლოეს პერიოდში, პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, მეხუთე ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. 

Facebook

2020-06-05 - ციფრული საინფორმაციო კამპანია ,,ევროპის დღეების" ფარგლებში

5 ივნისიდან, ,,ევროპის დღეები 2020“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად, ციფრული საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ონლაინ სემინარში - ,,როგორ მიიღება ევროკავშირში გადაწყვეტილებები, რომლებიც მსოფლიოს უკეთესობისკენ ცვლიან", მონაწილეობა დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ კუპრეიშვილმა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, გივი მისაბიშვილმა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, თეა გრიგოლიამ მიიღეს. ონლაინ ლექცია-სემინარს კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იოსებ ნანობაშვილი უძღვებოდა. ორი წელია, სენაკში, ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებებით აღინიშნება - იმართება ფლეშმობი, ეწყობა ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების სახელმწიფო დროშებისა და ევროპელი მწერლების წიგნების გამოფენები, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა - ,,ევროპის კლასიკური და თანამედროვე ხელოვნება - მუსიკა და მხატვრობა“, საზეიმო კონცერტები - მუნიციპალურ ა(ა)იპებსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. 

Facebook

2020-06-05 - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე | World Environment Day 2020

#იზრუნეგარემოზე
#გავუფრთხილდეთბუნებას
#გარემოსდაცვისსაერთაშორისოდღე
#WorldEnvironmentDay2020
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31