2020-06-01 - დღეს, ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. კადრები არქივიდან: ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი, ტრადიციული დღესასწაული სენაკში ჩვენს ქალაქში, ეს ულამაზესი დღე, 2009 წლიდან, ტრადიციულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისა და პედაგოგების მონაწილეობით გამართული დღესასწაული, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიისა და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ცენტრის ერთობლივი პროექტია, აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენით იწყება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია, დღის უსაყვარლესი გმირების საზეიმო მსვლელობა წითელ ხალიჩაზე. პატარებისადმი მიძღვნილი დღე ულამაზესი გალა-კონცერტით სრულდება. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ. ბავშვები, ჩვენი ხვალინდელი დღის შემოქმედნი არიან. მათია ყოველი დღე, მათია მერმისი. თითოეულ პატარას ბედნიერ ბავშვობასა და საიმედო მომავალს ვუსურვებთ.
Facebook