სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
24252930
 

2020-05-27 - 29 მაისს, სენაკის აგრარული ბაზარი განაახლებს მუშაობას

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბაჩანა ჟვანია, მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ედიკა ბერაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამმართველოს უფროს ინსპექტორებთან, თამარ თოლორდავასთან და ლევან სირიასთან ერთად, სენაკის აგრარულ ბაზარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. მოქალაქეების დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვის კუთხით, სენაკის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მითითებები მიეცათ, რომლის განხორციელებაც კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ევალებათ. აუცილებელია, როგორც მოვაჭრეებს შორის, ასევე მომხმარებლებთან დაცული იქნეს სოციალური დისტანცია. მოვაჭრეებმა გამოიყენონ ხელთათმანები და პირბადეები, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები. 29 მაისს, სენაკის აგრარულ ბაზარში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სექტორი განაახლებს მუშაობას.

Facebook

2020-05-27 - შეხვედრა - სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, გიორგი ხარგელიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, გიორგი ხარგელიამ წარმომადგენლებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ გააცნო და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

იმ პროგრამების მეშვეობით, რასაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს, ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ. თითოეულ ფერმერს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ის რესურსი, რასაც ხელისუფლება მათ სთავაზობს“ - აღინიშნა შეხვედრაზე.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; 27 მაისიდან აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰა-ზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

პირველ ეტაპზე, 20 მაისიდან, ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან - მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე.

ბარათების გაცემა მოხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე.

პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს.

პირველ ივლისამდე, ფასდაკლების ბარათით შესაძლებელია არაუმეტეს 50 ლიტრის ოდენობის საწვავის შეძენა, 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე - არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო 1 სექტემბრიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის საწვავის ფასდაკლების ბარათების განაღდება.

აღნიშნულ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებს: გიორგი ხარგელიას - 595 85 83 30; ჯემალ გოქაძეს - 595 85 83 66; ლალი ღუღუნიშვილს - 595 85 83 53; ლეილა გვაძაბიას - 595 85 83 98. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში კოორდინაციის განყოფილებას, დალი შონიას - 599 85 75 05, ირაკლი კაჭარავას - 599 85 75 20

#StopCoV
#ზრუნვასოფელზე
#სოფლისმეურნეობა2020

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31