სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
24252930
 

2020-05-26 - 26 მაისი - სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღინიშნა

🇬🇪დღეს, ქვეყნის ეროვნული დღესასწაული, საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა მიულოცეს.

ღონისძიების დაწყებამდე, მათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბრიგადის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენით დასრულდა.

#26მაისი2020
#ესდღეჩვენია
#დიდებათავისუფლებას
#დიდებაგმირებს

Facebook

2020-05-26 - კადრები და ისტორიები არქივიდან - 26 მაისი სენაკში

კადრები და ისტორიები არქივიდან: 2018-2019 წლების 26 მაისი სენაკში.

ამ დღეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა.

აქვე იმართება სენაკელი მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენები.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია კოსტუმირებული მსვლელობა ქორეოგრაფიული ანსამბლების მოცეკვავეების, სენაკელი სპოტსმენების, ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების აღსაზრდელების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით.

26 მაისი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, დიდი მამულიშვილსა და საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ამ მნიშვნელოვან თარიღს, ტრადიციულად, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართული თემატური ღონისძიება ეძღვნება.

2019 წლის 26 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზს, საქართველოს ერთიანობისთვის ზვარაკად შეწირული, ღირსეული ერისკაცისა და საამაყო თანაქალაქელის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.

მომავალ თაობაში პატრიოტული მუხტის გაძლიერების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო, კინოთეატრ ,,რუსთაველში’’, დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფილმ ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ საპრემიერო ჩვენება, რომელიც, საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის, ისტორიკოსის, არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს.

ჟიული შარტავას სახელობის ცენტრალურ პარკში, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ეწყობა სხვადასხვა სივრცე, სადაც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ ორგანიზებული ყვავილების ფესტივალი, რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, ასფალტზე ხატვა, აქტივობები სპორტის სხვადასხვა სახეობებში - კარატეში, მკლავჭიდში, ჭიდაობაში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ველორბოლასა და მარათონში, საჩვენებელი მატჩები - ფეხბურთში.

ამფითეატრის სცენა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების აღსაზრდელების მიერ წარმოდგენილ ფლეშმობსა და სპორტული ცეკვებს ეთმობა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მიმდებარე პარკში მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და და შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, ფოლკლორული, კლასიკური და საესტრადო მუსიკის კონცერტები იმართება.

სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზი ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. აქვე ცენტრების, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით იმართება პერფომანსები.

დღესასწაული, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამართული გალაკონცერტითა და ფოიერვერკით სრულდება.

#26მაისი
#ესდღეჩვენია

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31