სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
24252930
 

2020-05-20 - თანადგომის მორიგი აქცია სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, მორიგ სოციალურ აქტივობას ახორციელებს. ამ წუთებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო ნობათები ურიგდებათ. პირველადი მოხმარების სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობას მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ღებულობენ.

#თანადგომისაქციასენაკში
#ხელისუფლებახალხისსამსახურში
#StopCoV

Facebook

2020-05-20 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 374-მა მეთორმეტე კლასელმა ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ლაღი, იმედებით აღსავსე სასკოლო ცხოვრების ეტაპი ჩამომარცვლა.

ჩემო ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ახალგაზრდა მეგობრებო, სირთულეების მიუხედავად, თქვენ ღირსეულად გაუმკლავდით არსებულ გამოწვევებს და წარმატებით დაასრულეთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი.

მართალია, ამ სასწავლო წლის დასრულებას მისთვის დამახასიათებელი ამაღლებული განწყობილება, ,,ბოლო ზარი“ და ჩვეული ჟრიამული არ ახლავს, მაგრამ წინ - წარმატებებითა და ბედნიერებით აღსავსე საუკეთესო წლებია.

თქვენ იწყებთ თქვენი მომავლის შენებას, არა მხოლოდ საკუთარი მომავლის, არამედ - თქვენი ქვეყნის მომავლის შენებას.

გისურვებთ, რომ თქვენი ცოდნით, დაუღალავი შრომით დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცოდნის შესაძენად საუკეთესო შესაძლებლობები გქონდეთ, რათა საკუთარ თავს ბედნიერი მომავალი, ხოლო ქვეყანას - კეთილდღეობა და წარმატება მოუტანოთ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი
ლევან კუპრეიშვილი

#ბოლოზარი2020
#StopCoV

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31