სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
24252930
 

2020-05-14 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ დაბადებიდან 75-ე წლის იუბილეს.

40 წელია, ღვაწლის სიმრავლითა და სათნოებებით გამორჩეული ,,მწყემსი კეთილი'' დაუღალავად ემსახურება ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებას. მამა მელქისედეკის სულიერი შვილები, მთელი საქართველოს მასშტაბით ამრავლებენ მადლიანი
მოძღვრის მიერ მათ გულებში დათესილი სიკეთის ნაყოფს.

მამა მელქისედეკი, 1979 წელს, ქალაქ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში იკურთხა მღვდლად, შემდგომში, მიტროპოლიტ დავით ჭკადუას მიერ.

სენაკში, ჯიხეთის დედათა მონასტრიდან, 1981 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ, თავისი კეთილი საქმეებით, სენაკელთა დიდი სიყვარული და მოწიწება დაიმსახურა.

იგი, სამოქალაქო ომის დროს და ასევე, 2008 წლის აგვისტოს
ტრაგიკულ დღეებში, ხალხის გვერდით იდგა, ამხნევებდა და აძლიერებდა მათ.

მნიშვნელოვანია არქიმანდრიტ მელქისედეკის ღვაწლი წმინდა ბერის, ალექსი შუშანიას ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში.

მისი ორგანიზებით დაიბეჭდა ღირსი მამის, ალექსი ბერის ხელნაწერების სახით შემონახული არაერთი მოძღვრება და პოეტური მემკვიდრეობა.

აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტ მელქისედეკის ძალისხმევით აშენდა მცირე ბაზილიკური ტაძარი, სადაც განისვენებენ წმინდა ალექსი ბერი, მისი ბიძაშვილები, მონასტრის მოამაგენი - იღუმენია ფასტო, სქემონაზონი აკეფსიმა და მამა
ალექსის ბიოგრაფი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ონოფრე შუშანია.

ასევე, ამ პერიოდში გაიხსნა წმ, ალექსი ბერის სახელობის სახლ-მუზეუმი.

განუზომელია არქიმანდრიტ მელქისედეკის ღვაწლი არა მხოლოდ სენაკის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულიერი ცხოვრების საქმეში.

ჯანის სიმრთელეს, დღეგრძელ სიცოცხლეს, სიმხნევეს, ღვთისა და ერის წინაშე მსახურებაში უფლის შეწევნას ვუსურვებ მადლიან და კეთილშობილ მოძღვარს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31