სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
242527282930
31 

2020-05-07 - სენაკის მუნიციპალიტეტში, თანადგომის აქცია გრძელდება

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტში, მორიგი სოციალური აქტივობა განხორციელდა. თანადგომის აქციაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი - ლაშა ახალაია ჩაერთო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 40 ბენეფიციარს სასურსათო ნობათები სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, მერის წარმომადგენელმა სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოჩა ჭანტურიამ, სენაკელმა ბიზნესმენმა, ლაშა ახალაიამ გადასცეს. საქველმოქმედო აქტივობა გაგრძელდება და საზოგადოებისთვის ყველაზე მოწყვლად ფენას სრულად მოიცავს.

#გაიგერაკეთდება 
#სენაკისმუნიციპალიტეტისმერია

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31