სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
24252930
 

2020-05-03 - სენაკის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყო

დღეიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში, COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო. პროცესის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მერის წამომადგენელი ქალაქ სენაკში, გოჩა ჭანტურია და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ანა ჭიჭაღუა გაეცნენ. მასობრივ თერმოსკრინინგში, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს, ჩართულები არიან მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, სენაკის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება, სოფლების საექიმო ამბულატორიები და ჯანდაცვის ცენტრის ჯგუფები. მოქალაქეთა თერმოსკრინინგს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, 20 ჯგუფი უზრუნველყოფს, 6 - ქალაქად და 14 - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. თერმოსკრინინგი, რომელიც სენაკში დღეს დაიწყო, გაგრძელდება და ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს მოიცავს.

Facebook

2020-05-03 - მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღე

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31