სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 2
10111213
1719212223
242527282930
31 

2020-05-01 - დისტანციური შეხვედრა მეფუტკრეებთან

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მორიგი დისტანციური სამუშაო შეხვედრა - მუნიციპალიტეტების მერებთან და რეგიონის მეფუტკრეებთან გამართა.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, გიორგი ხარგელიამ და სენაკელმა მეფუტკრეებმა მიიღეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა მათგან მოისმინა ინფორმაცია ყველა იმ საჭიროების შესახებ, რაც მეფუტკრეებს პანდემიასთან ბრძოლის პირობებში შეექმნათ.

ალექსანდრე მოწერელიამ მათ მაქსიმალური მხარდაჭერა და არსებული საჭიროებების დროულად მოგვარება აღუთქვა.

#დარჩისახლში
#გაიგერაკეთდება

Facebook

2020-05-01 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

1923 წლის 1 მაისი - ჩვენი ქალაქის თითქმის საუკუნოვანი მემატიანის - მშობლიური გაზეთ ,,კოლხეთის'' დაარსების დღე… მას შემდეგ 97- მა წელმა განვლო…

97 წელია ,,კოლხეთი’’ ისტორიითა და კულტურული ტრადიციებით მდიდარი კუთხის მაჯისცემას ასახავს და დღემდე ერთგულად ასრულებს ჩვენი მუნიციპალიტეტის მემატიანის ფუნქციას.

ვულოცავ ყველა თაობის კოლხეთელებს, ვულოცავ სენაკს ამ მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენთვის საამაყოა ბეჭდური ორგანოს ასეთი სიცოცხლისუნარიანობა, რაც იშვიათი და დასაფასებელია.

,,კოლხეთელებს“ ვუსურვებ გაზეთის ტრადიციების ახალგაზრდული შემართებით გაგრძელებას, წინსვლას და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31