სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-30 - დღეს, ქართული არმიის დაარსებიდან 29 წელი შესრულდა.

დღეს, ქართული არმიის დაარსებიდან 29 წელი შესრულდა. თავდაცვის ძალების დაარსების თარიღს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი გამოეხმაურა: ,,განუზომელია ქართული არმიის როლი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში. ჩვენი ჯარისკაცები, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ - სამშვიდობო მისიის შესრულებისას, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ღირსეულად, იხდიან მხედრულ ვალს სამშობლოს წინაშე. ქედს ვიხრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე და ყველა ქართველ ჯარისკაცს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს. განსაკუთრებით კი ეს დღე მინდა მივულოცო სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის მხედრობას, ვუსურვო მათ პროფესიული წინსვლა და წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ." აღსანიშნავია, რომ, 1990 წლის დეკემბერში, უზენაესი საბჭოს დადგენილებით, ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა. 30 აპრილს გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

Facebook

2020-04-30 - 30 აპრილი - ბიბლიოთეკარის დღეა!

ძვირფასო ბიბლიოთეკარებო,მინდა პროფესიული დღესასწაული მოგილოცოთ და  მადლიერება გამოვთქვა თქვენს მიერ საბიბლიოთეკო დარგში გაწეული  უმნიშვნელოვანესი საქმიანობისათვის.თქვენ დიდი მისია გაკისრიათ - აღზარდოთ წიგნიერი თაობები, ხელი შეუწყოთ საზოგადოების სრულფასოვან ინტელექტუალურ განვითარებას.ჩვენს მუნიციპალიტეტში მოღვაწე ყველა ბიბლიოთეკარს და განსაკუთრებით, ღვაწლმოსილ ბიბლიოთეკარებს,  წინსვლასა და წარმატებებს გისურვებთ თქვენს კეთილშობილურ საქმეში, რომელსაც ასეთი სიყვარულით ემსახურებით.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31