სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-28 - მორიგი სოციალური აქტივობა სენაკის მუნიციპალიტეტში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს აგრძელებს.

დღეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო ნობათები დაურიგდათ.

პირველადი მოხმარების სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისადმი თანადგომის აქციები თანმიმდევრულად გაგრძელდება.

პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სრული დატვირთვით ახორციელებს მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევას.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ 500 ბენეფიციარს - მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, შშმ პირებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო პაკეტები გადაეცათ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი: 599 077 464, 599 850 419
ელ.ფოსტა: senakismeria@gmail.com
Fb: https://bit.ly/2Q8mG24

#დარჩისახლში
#გაიგერაკეთდება
#გაითვალისწინერეკომენდაციები
#სენაკისმუნიციპალიტეტისმერია
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31