სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-24 - პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სრული დატვირთვით ახორციელებს მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევას

პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სრული დატვირთვით ახორციელებს მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევას.

2020 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყველა პროგრამა შეუფერხებლად ხორციელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში, მიმდინარე წლის 20 მარტიდან დღემდე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 261 მოქალაქის დასახმარებლად 43 863 ლარი დახარჯა.

მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 23 მოქალაქეს დახმარება 10 619 ლარის ფარგლებში გაეწია. მათ შორის, ონკოლოგიური პაციენტებისთვის დაფინანსდა ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, გეგმიური მაღალტექნოლოგიური და ამბულატორიული კვლევები;

სოციალურად დაუცველ 26 მოქალაქეზე, 70 ლარის ფარგლებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდა, საერთო ღირებულებით - 2 359 ლარი;

მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერების, ოჯახში ბავშვის აღზრდისა და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად - 72 მრავალშვილიან (4 და 4-ზე მეტი შვილი) ოჯახს, 12 480 ლარის ფარგლებში, ფინანსური დახმარება გაეწია;

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებმა და ბავშვიანმა ოჯახებმა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ფინანსური დახმარება 3 535 ლარის ფარგლებში მიიღეს. კერძოდ, დახმარება გაეწიათ: დედ-მამით ობოლ 3 ბავშვს (18 წლამდე); იშვიათი დაავადებების მქონე 7 პაციენტს; კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან 8 ოჯახს - ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფად;

განსაკუთრებულად მძიმე სოციალური პირობების მქონე 15 უსახლკარო პირს, ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით, გაეწია ფინანსური დახმარება 3000 ლარის ფარგლებში;

სმენადაქვეითებულ, მხედველობის პრობლემისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 69 პირს ფინანსური დახმარება 6 900 ლარის ფარგლებში გაეწია;

სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, 100 წელს გადაცილებულ სამ მოქალაქეს -300-300 ლარი, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე 16 პირს - 100-100 ლარი გადაეცათ.

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ 19 მოქალაქეს, დიალიზის ცენტრამდე ტრანსპორტირების ყოველთვიური 130 ლარი დაუფინანსდა, რამაც 2 470 ლარი შეადგინა.

უწყვეტად გრძელდება უკიდურესად შეჭირვებული, მზრუნველობამოკლებული მოხუცებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დღეში ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა (200 მოქალაქეზე).

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ 500 ბენეფიციარს - მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, შშმ პირებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო პაკეტები გადაეცათ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას საჭირო მომსახურებას ყოველდღიურ რეჟიმში უწევს.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი: 599 077 464, 599 850 419
ელ.ფოსტა: senakismeria@gmail.com
Fb: https://bit.ly/2Q8mG24

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31