სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-23 - შეხვედრა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სამიზნე ჯგუფების შექმნის საკითხი.

სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ასევე, პანდემიის გამო შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების თანმიმდევრული და ეფექტური დაძლევის უზრუნველსაყოფად, სამი სამიზნე ჯგუფი შეიქმნება - ინფრასტრუქტურული, სოციალური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

აღნიშნული ჯგუფები მოსახლეობის საჭირო ინფორმირებას, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მყისიერ რეაგირებას და საჭირო ღონისძიებების დროულად განხორციელებას მოახდენენ.

#დარჩისახლში
#დაიცავისაკუთარითავი
#დაიცავისხვა
#გაითვალისწინერეკომენდაციები

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31