სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-19 - ქრისტე აღდგა!

ძვირფასო სენაკელებო!

გილოცავთ უფლის განუზომელ წყალობას - ღვთაებრივი ცეცხლის კიდევ ერთხელ გარდამოსვლას!

დღეს, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაულთა დღესასწაულია - იესო ქრისტეს აღდგომა!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

დღეს, როცა მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, ღვთის უსაზღვრო სიყვარულითა და მაღალი მოქალაქობრივი პასუხისმგებლობით, ამ გამოწვევას გავუმკლავდებით.

ჩვენი მომავლის უსაფრთხოება ჩვენზევეა დამოკიდებული.

ამიტომაც, მოგიწოდებთ, დარჩით სახლში, რათა ერთად დავძლიოთ უხილავ მტერთან ბრძოლა!

კიდევ ერთხელ გილოცავთ!

ქრისტე აღდგა!
მაცხოვარი ჭეშმარიტად აღდგა! გიხაროდენ!

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31