სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-16 - მორიგი აქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს აგრძელებს.

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ 200 ბენეფიციარს - მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, შშმ პირებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სააღდგომო ნობათები დაურიგდათ.

პირველადი მოხმარების სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ კუპრეიშვილმა, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის მოხალისეებმა მიიღეს.

საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისადმი თანადგომის აქციები ინტენსიურად ხორციელდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა, სენაკის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად ჩასახლებული, 70 წელს გადაცილებულ 404 დევნილ ბენეფიციარს, რომლებიც განსაკუთებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და სააღდგომო ნობათები გადასცეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, ინგა ქარდავამ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10 ოჯახს, სააღდგომო ნობათები გადასცა.

თანადგომის აქციებში კერძო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელები ჩაერთვნენ.

ამ ეტაპზე, 235 ხანდაზმულ მარტოხელას, 10 შშმ პირს, 16 მრავალშვილიან ოჯახს, 15 სოციალურად დაუცველს და 7 მარტოხელა დედას დახმარება გაუწიეს: „coca-cola ბოთლერს ჯორჯიამ“ ,რესტორანმა „მარსელმა“ - გიორგი ლაშქარავამ, შპს „პაპირუსმა “ - ჯუმბერ ტყებუჩავამ, საცხობმა „ვერსალმა“ - მარინე გუნიამ, საცხობმა ,,GG Frade"-მ - გიორგი გაბედავამ, ასევე, კერძო პირებმა, სხვადასხვა სახის შემოწირულობებით: თამარ ღადალაძემ, ეკატერინე გაბრავამ, მალხაზ დამენიამ, ეკატერინე ჩახავამ, მარიამ და ნინი ხაბურზანიებმა, ირმა და ირინა აფხაზავებმა, მაკა წითლიძემ, ნანა ცაავამ, ბესიკ საჯაიამ.

70 წელს გადაცილებულ 10 ხანდაზმულ მარტოხელას, რომლებიც განსაკუთებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, კომპანიამ ,,გასკო+“-მა - დიმიტრი პაჭკორიამ, სასურსათო პაკეტები გადასცა.

30 ბენეფიციარს - მარტოხელა დედებს, შშმ პირებს, მრავაშვილიან ოჯახებს - კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდმა „სოხუმმა“, სააღდგომო ნობათები გადასცა.

სოციალური აქტივობების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, პირველ ეტაპზე, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ 300 ბენეფიციარს - მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, შშმ პირებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, 11 334 ლარის ღირებულების სურსათი შეუძინა და გადასცა.

ასევე, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 200 ბენეფიციარს კვების პროდუქტები გატანით მიეწოდება.

თანადგომის აქციები თანმიმდევრულად გაგრძელდება.



#დარჩისახლში
#დაიცავისაკუთარითავი
#დაიცავისხვა
#გაითვალისწინერეკომენდაციები
#სენაკისმუნიციპალიტეტისმერია

 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31