სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-14 - ქალაქში, ცენტრალური ქუჩები მოირეცხა

სენაკში, ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი დაიწყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩები სპეციალური ხსნარით მოირეცხა.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან - გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან - კახაბერ კუპრეშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნო.

სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განახორციელა.

ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესი გაგრძელდება და ის მთელ ქალაქს მოიცავს.

#დარჩისახლში
#გაიგერაკეთდება
#StopCoV

     

Facebook

2020-04-14 - 42 წელი ისტორიული მოვლენებიდან... - დღეს დედაენის დღეა!

42 წელი ისტორიული მოვლენებიდან... - დღეს დედაენის დღეა!

ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება,როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა.

ქართული საზოგადოება წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ათასობით მოქალაქის საპროტესტო გამოსვლამ, რომელთა მოთხოვნას ფარულად არაერთი პარტიული ფუნქციონერი თანაუგრძნობდა, თავისი შედეგი გამოიღო. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საბჭოთა იმპერია იძულებული გახდა ხალხისათვის დაეთმო და საბოლოოდ, ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო ენა იყო ქართული, უცვლელი დატოვა.

ეს დღე, 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა.

გილოცავთ ამ უმნიშვნელოვან თარიღს ქართველი ერის თვითმყოფადობისთვის ბრძოლის ისტორიაში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31