სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-04 - სენაკში, ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში, ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა, რომელიც მრავალპროფილური ,,არქიმედეს კლინიკის“ - სენაკის სამეციდინო დაწესებულების ბაზაზე მოეწყო.

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია ,,არქიმედეს კლინიკის“ სამედიცინო დირექტორს მარეხი ადანაიას შეხვდნენ და კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

კლინიკა, რომელიც ერთდროულად 30 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, ახორციელებს როგორც გადაუდებელ, ასევე გეგმიურ ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.

ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებაში, ყველა სტაციონარული და ამბულატორიული პაციენტი გადის ტემპერატურულ შემოწმებას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება.

კერძოდ, თითოეული პაციენტის კლინიკური შეფასება ჰოსპიტალის სივრცეში მოხვედრამდე ხორციელდება. აღნიშნული ითვალისწინებს ტემპერატურის გაზომვას, სპეციალური ხსნარით ხელების დეზინფექციას.
რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის დამონტაჟებულია მინის ფარები, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

კორონავირუსისგან მიყენებული ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, კლინიკაში, რესპირატორული ინფექციის სიმპტომებისა და ტემპერატურის მქონე პაციენტებზე, 24-საათიანი დაკვირვება და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება.

#დარჩისახლში
#გაიგერაკეთდება
#დაიცავისაკუთარითავიდასხვა
#შეასრულერეკომენდაციები

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31