სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-02 - შეხვედრა ბაზრის მოვაჭრეებთან, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ედიკა ბერაიასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროს ინსპექტორებთან - ლევან სირიასა და თამარ თოლორდავასთან ერთად, მოქალაქეების დისტანცირებისა და სანიტარული პირობების დაცვის მიზნით, სენაკის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შეხვდნენ. მათ მოვაჭრეებს ის აუცილებელი რეკომენდაციები გააცნეს, რომლის დაცვაც კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ევალებათ. რეკომენდაციები მიეცა აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას. აუცილებელია, როგორც მოვაჭრეებს შორის, ასევე მომხმარებლებთან დაცული იქნეს სოციალური დისტანცია. მოვაჭრეებმა გამოიყენონ ხელთათმანები და პირბადეები, ასევე დაიცვან ჰიგიენური ნორმები. აღნიშნულ ვიზიტს უსწრებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიას მიმართვა, რომელიც მან პირველ აპრილს გააკეთა: „სამწუხაროდ, დღეს, აგრარულ ბაზრებში არც ჰიგიენის ნორმებია დაცული და არც - დისტანცია, რომელიც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუ კი ხვალიდან არ მოხდება რეკომენდაციების შესრულება, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ასეთ ვითარებაში ამ გადაწყვეტილების მიღება არ გვინდა, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, ამ გადაწყვეტილების მიღებას ნუ გვაიძულებთ.“

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31