სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 3
5710
121718
20212225
262729 

2020-04-01 - #დაიცავიდისტანცია - სენაკელმა მოხალისეებმა სტიკერები დააკრეს

#დაიცავიდისტანცია - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მოხალისეთა ჯგუფმა, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, დილიდან, სააფთიაქო ქსელების, ბანკებისა და კვების ობიექტების მიმდებარედ, სტიკერები დააკრა, რითაც მოსახლეობას დისტანცირების დაცვისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა. სენაკელი მოხალისეები, საჭიროების მიხედვით, ასევე უზრუნველყოფენ: ბენეფიციარებისთვის უფასო სასადილოდან საკვები პროდუქტების შინმიტანას; საბავშვო და ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესში მონაწილეობის მიღებას; ბანკებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების მოწესრიგებას; აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას. სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს დღიურ ულუფას მოხალისეები საცხოვრებელ სახლებში აწვდიან. 
#სენაკისმუნიციპალიტეტისმერია
#მოხალისეებიხალხისსამსახურში
#დაიცავიდისტანცია
#დაიცავისაკუთარითავი
#დაიცავისხვა

Facebook
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31