სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-31 - #დარჩისახლში

დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას.

ჩვენ, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, ამ გამოწვევას გავუმკლავდებით!

ჩვენი მომავლის უსაფრთხოება ჩვენზევეა დამოკიდებული.

ამიტომაც, მოგიწოდებთ, დარჩით სახლში, რათა ერთად დავძლიოთ უხილავ მტერთან ბრძოლა!

#სენაკისმუნიციპალიტეტისმერია
#ჩვენვმუშაობთშენთვის
#დარჩისახლში

Facebook

2020-03-31 - 31 მარტი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს აერთიანებს

31 მარტი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ორ უმნიშვნელოვანეს თარიღს აერთიანებს.

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 81 წელი შეუსრულდებოდა.

მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლისა და მამულიშვილური თავდადების ცოცხალი მაგალითია.

29 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა.

შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე" - საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31