სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-30 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მაესტროს ეთერში

🎥სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ მაესტროს ეთერში

Facebook

2020-03-30 - ექიმთა საერთაშორისო დღე

დღეს, ექიმთა საერთაშორისო დღეა, ჩვენი საამაყო მედიკოსების პროფესიული დღესასწაული.

კორონავირუსის მსოფლიო მასშტაბით მძვინვარების ურთულეს ხანაში, მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ. ისინი დღეს ბრძოლის პირველ ხაზზე არიან და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მაღალი პროფესიონალიზმითა და გმირული თავგამოდებით, სასწაულის ტოლფას საქმეს აკეთებენ საზოგადოების და ქვეყნის დასაცავად.

როგორც მთელი ქვეყნის, ასევე მუნიციპალიტეტში მოღვაწე მედიცინის ყველა მუშაკს, მათ შორის, ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, თავდაუზოგავად დგანან საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, გულითადად ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს.

ვუსურვებ დიდ წარმატებებს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, რომელიც დღეს ყველაფერზე უპირატესი საქვეყნო საქმეა და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31