სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-28 - თანადგომის აქცია უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბენეფიციარებისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს აგრძელებს. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ 300-მდე ბენეფიციარს - მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, დედ-მამით ობლებს და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს, სასურსათო პაკეტები დაურიგდათ. პირველადი მოხმარების სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ კუპრეიშვილმა და მოხალისეებმა მიიღეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი 300-მდე ბენეფიციარისთვის, 11 334 ლარის ღირებულების სურსათი შეიძინა. „ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიცვათ მოსახლეობის ყველა კატეგორია, რომლებიც ამ ურთულეს პერიოდში ხელისუფლების დახმარებას საჭიროებენ. ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისადმი თანადგომის აქციები თანმიმდევრულად გაგრძელდება” - აღნიშნეს გრიგოლ ბაღათურიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა. 

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31