სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-23 - სენაკში მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალის წარმომადგენლებმა სენაკის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეების ჯგუფს ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეშვილი ესწრობოდნენ, მოხალისეებს სათანადო კონსულტაციები გაეწიათ. მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფი დაკომპლექტდა მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც რისკ ჯგუფში მყოფ ბენეციარებს დაეხმარებიან. მოხალისეებმა, საჭიროების მიხედვით, ასევე უნდა უზრუნველყონ: ბენეფიციარებისთვის უფასო სასადილოდან საკვები პროდუქტების შინმიტანა; საბავშვო და ბაგა-ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესში მონაწილეობის მიღება; ბანკებში, კვების ობიექტებსა და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების მოწესრიგება. აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.

Facebook

2020-03-23 - ხანდაზმულ ბენეფიციარებზე საკვები პროდუქტების შინმიტანის პროცესი

სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებზე კვების პროდუქტების გაცემა ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. ცენრტის 70 წელს გადაცილებულ 25 ბენეფიციარს დღიურ ულუფას მოხალისეები საცხოვრებელ სახლებში აწვდიან. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და მოხალისეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ცენტრის ხანდაზმულ ბენეფიციარებზე საკვები პროდუქტების შინმიტანის პროცესში. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრის 200 ბენეფიციარს კვების პროდუქტები გატანით მიეწოდება.

Facebook

2020-03-23 - შეხვედრა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელბული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობის პროცესი. ხაზი გაესვა, მოსალოდნელ გამოწვევებზე მუნიციპალიტეტის რეაგირების მაქსიმალურ მზაობას.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31