სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-21 - 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

მიუხედავად ურთულესი მდგომარეობისა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მძვინვარე კორონა ვირუსს უკავშირდება, შეუძლებელია არ გვახსოვდეს და ჩვენი სითბო არ ვუწილადოთ საზოგადოების ყველაზე გულმზიან, სიყვარულის გამორჩეული უნარით დაჯილდოებულ პატარებს, საზოგადოების თანასწორ და სრულფასოვან წევრებს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მზის შვილების დღის აღსანიშნავად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ხუთ პატარას ესტუმრნენ და მათ სააფთიაქო ქსელის სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებზე ყოველკვარტალურად 100 ლარი გაიცემა. ეს მიზნობრივი ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფილია სხვადასხვა სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურეობისა და ამბულატორიული კვლევების დაფინანსებით.

დღეს, მთელ მსოფლიოში, ადამიანები სიმბოლურად ზოლიან წინდებს იკეთებენ, რაც,,მზის შვილების“ მიმართ სოლიდარობის და სიყვარულის გამოხატვაა. ეს დღე, საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.

ჩვენ, მეგობრების ქრომოსომებს არ ვითვლით, ჩვენ, ერთად ვუმკლავდებით ყველა სირთულეს.

#გადაწყვეტილებაჩვენზეა
#მზისშვილებისდღე
#worlddownsyndromeday

Facebook

2020-03-21 - ქართული ჟურნალისტიკის დღე

დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

ჩვენში, ჟურნალისტიკის ისტორია, სათავეებს იმ დიდი ქართველი მამულიშვილებიდან იღებს, რომელთა ღვაწლიც ფასდაუდებელია ერის ისტორიაში.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს მშობლიურ სენაკში, ჟურნალისტიკის ტრადიციები თითქმის საუკუნოვან გაზეთ ,,კოლხეთს’’ უკავშირდება და ეს საამაყო გზა დღესაც ღირსეულად გრძელდება.

იყო ჟურნალისტი, ეს ნიშნავს, მიუკერძოებლად, ყოველდღიურ რეჟიმში, იდგე ქვეყნის, ხალხის სადარაჯოზე.

დღეს, როგორც არასდროს, თქვენ გეკისრებათ სიმართლის მსახურების, სინამდვილის პირუთვნალი ასახვის უმნიშვნელოვანესი მისია, რაც, ჩვენი ცხოვრების ამ ურთულეს პერიოდში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე.

ჟურნალისტიკის ყველა თაობის წარმომადგენლებს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.

გისურვებთ წინამორბედთა დიდი გზის ღირსეული გამგრძელებლები ყოფილიყავით, რაც ქვეყნისა და სიმართლის მსახურებას ნიშნავს.

წარმატებებით და გამარჯვებებით გევლოთ მარად!

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31