სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-18 - სადეზინფექციო სამუშაოები მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში

სენაკის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.

ამ წუთებში, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები მუშავდება.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან ანა ჭიჭაღუასთან ერთად, გაეცნო.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 95 მრავალბინიანი კორპუსი დამუშავდება, 75 - ქალაქის ტერიტორიაზე, 20 - დევნილთა დასახლებაში.

სამუშაოებს შპს ,,პანაცეა+1“ ახორციელებს.

ხვალ, სადეზინფექციო სამუშაოები სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება. უახლოეს დღეებში კი, სენაკის აგრარულ ბაზარსა და სხვა დარჩენილ ობიექტებსაც მოიცავს.

ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებში, 27-ივე საბავშვო და ბაგა-ბაღში, კერძო საბავშვო ბაღებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სადეზინფექციო სამუშაოები დასრულებულია.

ასევე, დეზინფიცირდა, ,,საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩართული 45 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შპს-ების დირექტორები და წარმომადგენლები შედიან, სრული დატვირთვით მუშაობს.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა, მაგრამ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.


#StopCov
#დაიცავისაკუთარითავი
#დაიცავისხვა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია:
ცხელი ხაზი: 599 07 74 64
ელ.ფოსტა: senakismeria@gmail.com
Fb: https://bit.ly/2Q8mG24
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31