სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-14 - სადეზინფექციო სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედ 27-ივე საბავშვო და ბაგა-ბაღში, კერძო საბავშვო ბაღებში, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში, ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, სადეზინფექციო სამუშაოები დასრულებულია. მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად, ასევე, დეზინფიცირდა, ,,საჯარო სკოლებში მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში’’ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩართული 45 ავტოსატრანსპორტო საშუალება. კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. მუნიციპალიტეტში არსებული საბჭოსა და კომისიების სხდომები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები არ ჩატარდება. დროებით შეჩერდა მოქალაქეთა მიღება. ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
#StopCov
#დაიცავისაკუთარითავი
#დაიცავისხვა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია: ცხელი ხაზი: 599 07 74 64
ელ.ფოსტა: senakismeria@gmail.com
Fb: https: 
https://bit.ly/2Q8mG24
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31