სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-07 - ჟიული შარტავას დაბადებიდან 76 წელი შესრულდა

,,წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე“... „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.“ - ეს იყო საქართველოს ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, სენაკის გამორჩეული შვილის, ჟიული შარტავას უკანასკნელი სიტყვები...

დღეს, 7 მარტს, გმირის დაბადებიდან 76 წელი შესრულდა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, ჟიული შარტავასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და ჩვენი დროის გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

#ჟიულიშარტავა76
#ჩვენიდროისგმირი
#სენაკიამაყობსთავისიგმირებით

Facebook

2020-03-07 - სადეზინფექციო სამუშაოები ზოგადსაგანმანათლო სკოლებში

ამ წუთებში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

შენობები და არსებული ინვენტარი სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

ამ დროისთვის, სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის 11 საჯარო და 6 კერძო სკოლაში დასრულებულია.

სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორთან დარეჯან ზარანდიასთან ერთად, გაეცნენ.

სამუშაოებს შპს ,,პანაცეა+1“ ახორციელებს.

სადეზინფექციო სამუშაოები, სასწავლო პროცესის განახლებამდეც ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.

დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან.

საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შპს-ების დირექტორები და წარმომადგენლები შედიან.


#StopCoV

Facebook

2020-03-07 - სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალურ ა(ა)ი.პ.-ებში

დღეს, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაობი ჩატარდა. ამ წუთებში, აღნიშნულ სამუშაოებს, შპს ,,ჰიგია“, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრებში, სამხატვრო გალერეაში, მუზეუმებსა და საჯარო ბიბლიოთეკაში ახორციელებს. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების დირექტორებთან ერთად, გაეცნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31